დღეს დასრულდა ჩვენი ტრენინგი.... გული დამწყდა... ძალიან მომეწონა ბატონ დათოსთან მუშაობა, ყველას თანაბრად გვინაწილებდა ყურადღებას, ბევრი რამ ვისწავლე, ბევრ რამესაც ალბათ სწავლის პროცესში და პროექტის განხორციელების პროცესში შევისწავლი, გამოვიყენებ მიღებულ ცონდას და სხვებსაც გავუზიარებ, მოხარული ვიქნები მომავალშიც გავიარო მსაგვსი ტრენინგი.
среда, 19 ноября 2014 г.
რეფლექსია მერვე დღე
დღეს ვისწავლეთ პროექტის პრეზენტაციის შექმნა სლაიდების სახით, კიდევ ერთხელ გადავავლეთ თვალი ტექნიკურ საკითხებს, ჩვენს მიერ შესწავლილ მასალას, დავასრულეთ დარჩენილი სამუშაო.
среда, 12 ноября 2014 г.
რეფლექსია მეშვიდე დღე
... მეშვიდე დღეს ვიმუშავეთ მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების შექმნაზე , საბაზისო უნარ - ჩვევებზე, რა უნდა იცოდნენ მოსწავლეებმა პროექტის დასაწყისისათვის, სასწავლო პროცედურების აღწერაზე, როგორ უნდა დავეხმაროთ თითოეულ მოსწავლეს აქტიურად რომ ჩაერთოს პროექტის მუშაობაში, განვსაზღვრეთ რა საჭირო ტექნოლოგიები, დამხამარე ლიტერატურა იქნება საჭირო პროექტის განხორციელებისათვის, ასევე რა ინტერნეტ რეუსრსებს გამოვიყეებთ პროექტის საინტერესოდ წარმართვისათვის
пятница, 7 ноября 2014 г.
რეფლექსია მეექვსე დღე
ტრენინგის მეექვსე დღეს ინდივიდუალურად ვიმუშავეთ შეფასების გეგმებზე და შეფასების რუბრიკების შექმნაზე, გავეცანით უამრავ სასარგებლო რესურსებს და მათი გამოყენების აუცილებლობას საგანმანათლებლო პროცესში
среда, 5 ноября 2014 г.
რეფლექსია მეხუთე დღე
მეხუთე დღეს განვიხილეთ როგორ შეიძლება გამოვიყენოთ მოსწავლეთა პროექტების შეფასების რუბრიკები ჩვენი თემისათვის, განვიხილეთ და შევადგინეთ შეფასების პირველადი ვარიანტები, ვისწავლეთ როგორ უნდა შევქმნათ მოსწავლეებისათვის შეფასების შესაბამისი ფორმები. გავეცანით შეფასების სხვადასხვა დამხამრე ნიმუშებსა და რესურსებს.. ვისწავლეთ როგორ უნდა შევაფასოთ მოსწვლე და როგორ ჩავრთოთ ისინი შეფასების პროცესში. სასიამოვნო იყო ტრნინგის მეორე ნაწილი, ვისწავლეთ ბლოგის გაფორმება,სურათების,პრეენტაციების და ვიდეოს ატვირთვა კომპიუტერიდან და Youtube -დან .
Подписаться на:
Сообщения (Atom)